ზუგდიდის ლაბორატორიაში 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/09/ზუგდიდი.jpg)
რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 640 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. ვირუსი 57-ს გამოუვლინდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით განაწილება ასეთია: ზუგდიდი – 26, ფოთი – 14, წალენჯიხა – 2, სენაკი – 5, ხობი – 4, მარტვილი – 1, აბაშა – 1, აფხაზეთი – 4.
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილი შემთხვევებიდან უმეტესობა უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
რუხის კლინიკაში მკურნალობს 84 კოვიდ პაციენტი. აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 39 ინფიცირებულია მოთავსებული.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 181 მოქალაქე რჩება.
საქართველოში დაასტურებული შემთხვევების რიცხვი 16 285-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელდა სულ 7827 პირი. გარდაცვლილია 128 მოქალაქე.