რეგიონისიახლეები

ზუგდიდის მერიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ფარცვანიამ თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მერიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ფარცვანიამ თანამდებობა დატოვა.

ინფორმაცია მან რადიო თბილისს თავად დაუდასტურა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება თავად მიიღო და საქმიანობას ერთ კერძო და ერთ საჯარო სკოლაში ფრანგული ენის პედაგოგად გააგრძელებს.

,,ვფიქრობ, საინტერესო იყო მთელი ეს პერიოდი, ახლა სკოლაში გავაგრძელებ მუშაობას. ბავშვებთან ახლოს უფრო მეტ დროს გავატარებ, ვინაიდან “ახალი სკოლის“ მოდელის მიხედვით, მეტი გამოწვევა არსებობს საჯარო თუ კერძო სკოლებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს იგი.

კახაბერ ფარცვანია აღნიშნულ პოზიციას 2020 წლის 31 დეკემბრიდან აღარ იკავებს. მან საგანმანათლებლო რესურსცენტრში 5 წელი იმუშავა.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მამუკა ბულია შეასრულებს. ახალი ხელმძღვანელი კი კონკურსის წესით გამოვლინდება.
განათლების სამინისტროში ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button