ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გადაიდო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელმაც დღეს თავმჯდომარე უნდა აირჩიოს, 1 საათით გადაიდო.
სხდომის დაწყებამდე, რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 19-მა დეპუტატმა, რაც კვორუმისთვის საკმარისი არ არის.
სხდომის გადადების შესახებ განცხადება საკრებულოს უხუცესმა წევრმა კონსტანტინე უბერმა გააკეთა. მისი განცხადებით, რეგლამენტი ითვალისწინებს, კვორუმის არარსებობის შემთხვევაში სხდომის 1 საათით გადადებას.
დარბაზში არ იმყიფება “ნაციონალური მოძრაობის” არცერთი წევრი, პარტია “საქართველოსთვის” 2 დეპუტატი ესწრება, “ქართული ოცნებიდან” კი 3 წევრი არ იმყოფება დარბაზში.
საკრებულოს სხდომა მანამდე 3 ჯერ გადაიდო. გასული სხდომა ენმ-მ დატოვა. ქვორუმი იყო, თუმცა მმართველმა პარტიამ თქვა, რომ არ დააყენებდნენ წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის კანდიდატურას.
ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობას” აქვს, 20- “ქართული ოცნებას”, ხოლო 3-ით “საქართველოსთვის” შევიდა.
ზუგდიდის შემდეგ,სენაკის საკრებულოს სხდომა ქვირუმის არარსებობის გამო გადაიდო.
საკრებულოს სხომათა დარბაზში “ქართული ოცნების” არცერთი წევრი არ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ სენაკის საკრებულოს 33 წევრი ჰყავს, აქედან 16 “ქართული ოცნებიდან”, 13 _ “ნაციონალური მოძრაობიდან” და 4 წევრი -პარტია “საქართველოსთვის”, თუმცა, ამ პარტიიდან ერთმა უარი თქვა საკრებულოს წევრობაზე.