მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდის საავადმყოფოდან კოვიდინფიცირებული ქალი გაიქცა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლინიკა თვითნებურად დატოვა კოვიდადასტურებულმა პაციენტმა, რომელიც სამედიცინო ცენტრში დღეს შეიყვანეს.

“შუახანს გადაცილებული ქალბატონი კლინიკაში ალკოჰოლური სიმთვრალით შემოიყვანეს, ტესტირებისას დაუდასტურდა კოვიდინფექცია, შევთავაზეთ კვლევები და ჰოსპიტალიზაცია, რაზეც უარი განაცხადა და თვითნებურად დატოვა კლინიკა.”- განაცხადა კლინიკის დირექტორმა სულხან ორჟონიამ.

მისივე განმარტებით,ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ შეაყობინეს საპატრულო პოლიციას.

როგორც გაირკვა, გაქცეული პაციენტი სამართალდამცველებმა მალევე იპოვეს ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. იგი ამჟამად თერჯოლის კოვიდცენტრში გადაჰყავთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button