მნიშვნელოვანირეგიონი

ზუგდიდის საკრებულომ “ქართული ოცნების” დეპუტატების მონაწილეობის გარეშე აირჩია საკრებულოს თავმჯდომარის მესამე მოადგილე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ “ქართული ოცნების” დეპუტატების მონაწილეობის გარეშე აირჩია საკრებულოს თავმჯდომარის მესამე მოადგილედ-“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი კახაბერ ჩანგელია.
მას მხარი დაუჭირა 24-მა დეპუტატმა.

სხდომას ესწრებოდა 42 წევრი, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ამჯერადაც პროტესტის ნიშნად არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია “გახარია-საქართველოსთვის” წევრი გიგა ფარულავაა.

ასევე ოპოზიციონერი დეპუტატები არიან მისი მოადგილეებიც – 22 მარტს საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს ფრაქცია “ზუგდიდი საქართველოსთვის” ხელმძღვანელი მალხაზ თორია, მოადგილედ კი ენმ-დან თეიმურაზ ბასილაია.

ზუგდიდის საკრებულოში კომისიების ხელმძღვანელი პირებიც ასევე ოპოზიციური პარტიების წევრები არიან.
ხუთი კომისიიდან ოთხს, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, ერთს კი “გახარია-საქართველოსთვის” წევრი ხელმძღვანელობს.
საკრებულოს თანამდებობის პირების არჩევაში მონაწილეობა არ მიუღია “ქართულ ოცნებას”.

მსგავსი პოსტები

Back to top button