რეგიონი

ზუგდიდის საკრებულოს დღის წესრიგის თანახმად პარტია “საქართველოსთვის” წევრების პოსტებიდან გადაყენების საკითხებზე იმსჯელებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღის წესრიგის თანახმად, 31 მაისს, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ოპოზიციონერი თავმჯდომარის, გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლის გიგა ფარულავას, მისი სამივე მოადგილის – ამავე პარტიის წევრ მალხაზ თორიას, ყოფილი ენმ-სა და ამჟამად “ახალის” წევრების თემურ ბასილაიასა და კახაბერ ჩანგელიას პოსტებიდან გადაყენების საკითხებზე იმსჯელებენ.

სხდომაზე ასევე დღის წესრიგით განიხილება ხუთივე კომისიის და ოპოზიციონერი თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხები.

10 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ქართულმა ოცნებამ” და “ხალხის ძალამ” საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების წევრთა იმპიჩმენტის შესახებ წინადადება დაარეგისტრირა.

ზუგდიდის 45 მანდატიან საკრებულოში აღნიშნული პროცედურისთვის 23 ხმაა საჭირო, აქედან, “ქართულ ოცნებას” მხოლოდ 20 წარმომადგენელი ჰყავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button