სენატორ- რესპუბლიკელმა ჯონ მაკეინმა უარი თქვა

სენატორ- რესპუბლიკელმა ჯონ მაკეინმა უარი თქვა უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში შესვლაზე.

განცხადებაში, რომელიც სენატორის საიტზეა განთავსებული, აღნიშნულია, რომ ეს ფაქტი, ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით, კონგრესის წევრების გარკვეულ შეზღუდვასთან არის დაკავშირებული.

„მე წილად დიდი პატივი მხვდა, უკრაინის რეფორმების საერთაშორისო კონსულტანტური საბჭოს წევრობის შემოთავაზებით, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის თანახმად, კონგრესის წევრების ურთიერთმოქმედება უცხოურ სახელმწიფოებთან, არ რეგულირდება.“ – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 13 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რეფორმების საერთაშორისო კონსულტანტური საბჭოს შექმნაზე, რომლის ამოცანა, უკრაინაში და მსოფლიოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გაჯანსაღების მიღწევა იქნება. საბჭოს შემადგენლობაში, სხვა კონსულტანტებთან ერთად, სენატორ-რესპუბლიკელი ჯონ მაკეინიც შეიყვანეს, თუმცა ამ საპატიო პოსტზე დანიშვნის შესახებ, სენატორს წინასწარ არაფერი შეატყობინეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button