მნიშვნელოვანისიახლეები

ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან მოშიმშილეები ძალის გამოყენებით გაიყვანეს

ამ წუთებში პოლიციის ძალით, ზუგდიდის საკრებულოს შენობის დარბაზს მოშიმშილეებისგან ათავისუფლებენ. ადგილზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია.

ზუგდიდის საკრებულომ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს თეიმურაზ ბასილაიას და ფრაქცია ,,ევროპული საქართველო“ თავმჯდომარეს, ბათლომე შელიას განცხადებით მიმართა, რათა დარბაზში მყოფმა მოშიმშილე, ახლად არჩეულმა დეპუტატებმა საკრებულოს დარბაზი დატოვონ.

პოლიციამ საკრებულოს შენობიდან ხელში ატაცებული გაიყვანა ენმ-ის დეპუტატი, ანა წითლიძე.

ამ დრომდე ისინი ფრაქციის ოთახში იმყოფებოდნენ, თუმცა, დღეს, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტზე უნდა ემსჯელა, სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.

ზუგდიდის საკრებულოში სხდომა უკვე დაწყებულია.

ადგილზე ვითარება დღეს დილიდან დაძაბული იყო. ძველი მოწვევის “ოცნების” საკრებულო ბიუჯეტის მიღებას გეგმავდა, რისთვისაც ხელის შეშლას შეეცადნენ საკრებულოს ახალი მოწვევის მოშიმშილე დეპუტატები და სხდომათა დარბაზში გააგრძელეს პროტესტი.

ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ “ოცნების” წევრები ბიუჯეტის საკუთარ ინტერესებზე მორგებას ცდილობენ და ამიტომ ჩქარობენ მის დამტკიცებას.

მოშიმშილეების ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button