რეგიონი

ზუგდიდის საკრებულოში სხდომა გადაიდო

ქვორუმი არ შედგა და სხდომა პარასკევამდე ისევ გადაოდო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

სხდომაზე არ გამოცხადდა ენმ-ს დეპუტატები და როგორც პარტიაში აცხადებენ, არ დაესწრებიან სხდომებს მანამ, სანამ საკრებულოს თავმჯდომარე გიგა ფარულავა არ მიიღებს და არ დაეთანხმება ენმ-ს მიერ შექმნილ მემორანდუმს, რომლის თანახმადაც უნდა მოხდეს არა ერთი საკითხის ვადახედვა, როგორც საკრებულოს მუშაობის, ასევე მერიის ა (ა) იპ-ების მუშაობის ნაწილში.

ძირითადი აქცენტები კეთდება ფინანსურ ნაწილზე ხელფასის სახით და სამუშაო ადგილების რაოდენობზე.

საკრებულოს თავმჯდომარე მოუწოდებს ენმ-ს, რომ გამოვიდნენ ჭირვეული ბავშვის პოზიციიდან და დაესწრონ სხდომებს.

თუმცა მკაფიო მზაობას არ აფიქსირებს შეთავაზებულ წინადადებაზე. ამბობს, რომ ეს პროცედურული საკითხია და მას დეტალური განხილვა სჭირდება და არა ულტიმატუმის ენა.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის თეა შონიას ჩართვას ახალ ამბებში:

მსგავსი პოსტები

Back to top button