მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მანქანა დალეწეს

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ დილით მას მანქანა საცხოვრებელ სახლთან დაზიანებული დახვდა.

იგი ამბობს, რომ სამართალდამცველებს უკვე მიმართა.

“7-ის წუთები იყო, ჩამოვედით მე და ჩემი მეუღლე და დაგვხვდა ეს სიურპრიზი.

მოგეხსენებათ,რუსთაველის ქუჩა,სადაც ვცხოვრობთ არ არის მივარდნილ ადგილას,იქვე მაღაზიებია,მარკეტებია და სათვალთვალო კამერებიც.
მანქანას ამხელა ქვა გვერდზე აქვს მირტყმული,წინა მხარე ჩალეწილია,უკანა მხარეც, შიგნით ნამსხვრევებად ქცეული ყველაფერი. ალბათ ,მოხდება შესაბამისი რეაგირება. ზარი ეგრევე განვახორციელეთ 112-ში”,- ამბობს მესხი.

საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

ზუგდიდში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანია, მეორე ადგილზე გასული ენმ-ის წარმომადგენელი, მალხაზ ჯალაღონია კი არჩევნებს თანაგუნდელების მსგავსად ბოიკოტს უცხადებს. თუმცა ბიულეტენში ის მაინც წარმოდგენილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button