რეგიონი

ზუგდიდის სასამართლომ მკვლელობისთვის დაკავებულ 21 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონული სასამართლომ სენაკში, გორის გუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ 21 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო , რითაც სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

თავის მხრივ, ბრალდებულმა სხდომაზე თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

დაკავებულის ადვოკატმა როლანდ შონიამ აღნიშნა, რომ საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებები დევს , რის გამოც მან აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა და სასამართლოს 150 ათასი ლარის ღირებულების გირაოს გადახდა შესთავაზა.

მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

წინასასმართლო სხდომა 10 ივლის ჩაინიშნა .

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა სენაკში, გორის ქუჩაზე 19 მაისს მოხდა. ე.წ. კრიმინალურ გარჩევაში ათამდე ადამიანი მონაწილეობდა, შედეგად, 25 წლის მამაკაცი გარადაიცვალა , რამდენიმე პირი კი დაიჭრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button