რეგიონი

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის თანამშრომლებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის თანამშრომლებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

ისინი უკრაინისა და საქართველოს დროშებით ბაზრის წინ შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი ქალაქის ცენტრში მსვლელობა გამართეს, რომელიც სკეიტ პარკთან დასრულდა.

სიმბოლურად კი ბაზრის შესასვლელთან ადმინისტრაციამ უკრაინის დროშა გამოფინა.

“ვაპროტესტებთ ,იმას რაც ხდება უკრაინაში. სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენ უკრაინელ დებსა და ძმებს. სლავა უკრაინე”, – თქვა აქციის მონაწილე ნიკოლოზ კალანდიამ.

ზუგდიდში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით უკრაინის მხარდამჭერი აქციები ტარდება. შეკრებულები მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას და გმობენ რუსულ აგრესიას.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. შეტაკებები რიგ ქალაქებში ამ დრომდე გრძელდება.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის  თეა შონიას  ჩართვას ახალ ამბებში:

მსგავსი პოსტები

Back to top button