მნიშვნელოვანირეგიონი

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე ხვალ კორონავირუსზე ტესტირებას გეგმავს

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე ხვალ კორონავირუსზე ტესტირებას გეგმავს.

ეპარქიის ოფიციალური ვებ გვერდის ინფორმაციით, მეუფე თვითიზოლაციაში არ იმყოფება.

“დღეს გავრცელდა ინფორმაცია ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ. განვმარტავთ, რომ მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში არ იმყოფება. ვირუსი დაუდგინდა ტაძრის მესანთლეს, რომელიც თბილისიდან ამ დღეებში დაბრუნდა. თავად მიტროპოლიტი გერასიმე ტესტირებას ვირუსზე ხვალ გეგმავს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ჩვენთან არს ღმერთი. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრეს-ცენტრი”, – ვკითხულობთ ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსი ივერიის ღვთისმშობლის მშენებსრე ტაძრის 72 წლის მესანთლეს და ასევე ტაძრის მგალობელ ქალს დაუდგინდა.

ცენტრის დირექტორის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, მათი კომტაქტების 31 ბიოლოგიური ნიმუშია გამოკვლეული და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

“ეს ხალხი თვითიზოლაციაში იქნება 12 დღე და ამ დროის გასვლის შემდეგ კვლავ ჩაუტარდებათ ტესტირება.
ამის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, ჯამრთელები არიან ვირუსმატარებელნი“, – აღნიშნა ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button