გიორგი აბურჯანიამ “ნაიკთან” კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური “სევილიას” მეორე გუნდის წევრმა გიორგი აბურჯანიამ სპორტული ეკიპირების ცნობილ კომპანია “ნაიკთან” ოთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. 

ამის შესახებ საზოგადოებას ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა თავისი Facebook გვერდიდან ამცნო. იგი ძალიან ბედნიერია ამ მართლაც საოცნებო კონტრაქტით . ამიერიდან გიორგი სახელგანთქმული ბრენდის ერთ-ერთი სახე გახდა. ისე კი, “სევილიას” ამჟამად ამერიკული კომპანია “ნიუ ბალანსი” მოსავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button