მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ზუგდიდში 5 არასრულწლოვნის მოწამვლის მიზეზი სავარაუდოდ დაბინძურებული წყალია

ზუგდიდში, დევნილების დასახლებაში 5 არასრულწლოვანი მოიწამლა. მოწამვლის სავარაუდო მიზეზი არის დაბინძურებული წყალი, რომელიც კომბინატის დასახლებას გრაფიკით მიეწოდება და მოსახლეობა მას სასმელად იყენებს.

ამ ეტაპზე ქუთაისის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი მოწამლული 5 არასრულწლოვანი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივების თქმით, კომბინატის დასახლებების შენობები არის ავარიული და იქ მობინადრეებს არ აქვთ მუდმივად წყალი და დენი. როგორც ისინი თავადვე ამბობენ, მათ ხელისუფლებას მიმართეს, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება არ ჰქონია.

მსგავსი პოსტები

Back to top button