რეგიონისაქართველოსიახლეები

აბაშა და ფოთი ევროკავშირისგან 345 000 ევროს მიიღებენ

აბაშის და ფოთის მუნიციპალიტეტები ევროკავშირისგან გრანტის სახით 345 ათას ევროს მიიღებენ. პროექტის ფარგლებში, აბაშა 300 000 ევროს მიიღებს, დანარჩენს კი, ფოთი, რომელიც ამ საგრანტო პროექტის დაწერის ინიციატორი იყო.

3-წლიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ასევე, თვითმმართველობებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ეფექტიანი ურთიერთთანამშრომლობა.

პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში იგეგმება მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლება, მოსახლეობის ინფორმირების მექანიზმისა და ელექტროპეტიციის სისტემის დანერგვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button