მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები
ზუგდიდში არჩევნებზე მხოლოდ 4 საჩივარი დაიწერა
ზუგდიდის 27-ე მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული 120 255 ამომრჩევლიდან, კენჭისყრაში მონაწილეობა 34 080-მა მოქალაქემ მიიღო, რაც საერთო ამომრჩევლის 28, 34%-ია. განუცხადა ჟურნალისტებს ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა.
მისი თქმით, ეს 107 უბნის მონაცემია. დანარჩენი ორი, კოვიდ უბნის აქტივობას ჯერ კიდევ ელოდებიან.
აქ უბნები 21:00 საათისთვის დაიხურება.
პირველ ტურში მონაწილეობა ამომრჩევლის 46,17%-მა მიიღო.
მირანდა მესხის განმარტებით, უბნებიდან ათის ნახევრიდან ელოდებიან ხმების დათვლის შედეგებს, რის შემდეგაც ოქმების ვებ-გვერდზე ატვირთვა დაიწყება.
ზუგდიდში არჩევნების დღეს მოხლოდ 4 საჩივარი დაიწერა.