მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინის აგრესიის კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი უკრაინის ომში

უკრაინაში მებრძოლი ქართველები კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.

მათი ცნობით ის ლისიჩანსკის მახლობლად დაიღუპა. ქართველმა მებრძოლმა

კრამატორსკთან მიმდინარე შეტაკებების დროს სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, რომლის გადარჩენა ვერ შეძლეს.
უკრაინაში მებრძოლი რომეო ფარულავა, ამბობს, რომ დაღუპულია ერთი და დაჭრილია სამი ქართველი მებრძოლი. მისი ცნობით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება:

„დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი გმირი ახალგაზრა. დაიღუპა ბრძოლაში. მის გარდა დაჭრილია სამი ქართველი და ერთი უკრაინელი. ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან და კარგად არიან“.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ. საელჩო კომუნიკაციაშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

უკრაინაში რუსეთმა ომი 24 თებერვალს დაიწყო. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომში 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

მსგავსი პოსტები

Back to top button