რეგიონი

ზუგდიდში დადიანების მეჯლისის ტრადიციას საახალწლოდ აღადგენენ

ზუგდიდში დადიანების მეჯლისის ტრადიციას საახალწლოდ აღადგენენ

ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო.

აქ აღდგება მეჯლისის ტრადიცია, რომელიც სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელმა დედოფალმა, ეკატერინე ჭავჭავაძემ, ოჯახთან ერთად XIX საუკუნეში დაამკვიდრა.

“საუკუნოვანი პაუზის შემდეგ დადიანების სასახლეების ტერიტორიაზე აღდგება ევროპული მეჯლისის ტრადიცია. ამ ტრადიციის ფარგლებში სასახლის ტერიტორიაზე დაგეგმილია მასშტაბური ვიდეოგადაღებები, აღნიშნული ვიდეოგადაღებები შეეხება როგორც დედოფლისეულ, ასევე ნიკოსეულ სასახლის წინ მდებარე პარკს. გადაღებებისა და წარმოდგენების ნაწილი დაგეგმილია უფლისწულ ნიკოს სასახლეში.
მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით 22-28 დეკემბერს მუზეუმი დაიხურება დამთვალიერებელთათვის.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის.”,-ვკითხულობთ დადიანების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა,ზუგდიდში საახალწლო განათებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოიყო.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე კი 25 დეკემბერს აინთება.

მსგავსი პოსტები

Back to top button