რეგიონი
ზუგდიდში დადიანების მუზეუმი გაძარცვეს

ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოდან კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკების მოპარვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
უწყებაში განაცხადეს,რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით, რაც განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული, ან ეროვნული ღირებულების ნივთის, ან დოკუმენტის დაუფლებას გულისხმობს, მართლსაწინააღმდეგოდ.
დანაშაული სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით – ექვსიდან ცხრა წლამდე.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებენ შსს-ში.
დადიანების მუზეუმის ეზოში კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მუზეუმის თანამშრომლებს დღეს დილით არ დახვდათ.
ეს ფაქტი მათ სტანდარტული შემოვლის დროს ნახეს.