რეგიონი

ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს

ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს.

ინიციატივა ადგილობრივ მომღერალ ბუბა სორდიას და მის მეგობრებს ეკუთვნის.

საორგანიზაციო ხარჯები კი რიგითმა მოქალაქეებმა გაიღეს.

“ზუგდიდის მოსახლეობა გაერთიანდა, იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი შეგვეტანა მშვიდობისადმი მოწოდების საქმეში. დადიანების მუზუმის უკრაინის დროშის ფერებში განათება არის სოლიდარობა, რომელიც გამოვუცხადეთ უკრაინელ ხალხს. კიდევ ერთხელ ვუთხარით ომს არა”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ედუარდ ფარცვანია.

მსგავსი პოსტები

Back to top button