მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ზუგდიდში დაკავებულ 5 პირს ბრალი წარედგინათ

30 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ზუგდიდში დაკავებულ 5 პირს,რომლებიც მოძრაობა ,,საქართველოსთვის” აქტივისტები არიან,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლის მიხედვით წარედგინათ ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ერთ პირს კახა კვეკვესკირს,უკვე შეეფარდა 5 დღიანი პატიმრობა.
სასამართლო ზუგდიდში ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, 30 ოქტომბერს ხმაური იყო ზუგდიდის N20-ე საარჩევნო უბანზე.
ამის გამო მოვიდა უბანთან მერობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან მამუკა წოწერია ,რასაც მოყვა ფიზიკური დაპირისპირებაც.
ინციდენტის დროს “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები დააკავეს,მათ შორის გიორგი მუმლაძე და ირაკლი ნარსია.