მნიშვნელოვანისაქართველო
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ჩაიშალა

“საქართველოს პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, არ იყო შეთანხმებული, რომ რუს დეპუტატ გავრილოვს სხდომა უნდა წაეყვანა. მდინარაძის განცხადებით, ეს მიუღებელია მისთვისაც. მამუკა მდინარაძე ბოდიშს უხდის ევრპოკავშირის წარმომადგენლებს და ასაბლეის სხვა წევრებს და აცხადებს, რომ სხდომის გაგრძელების საშუალება მათ ხვალ სხვა ნებისმიერ ადგილზე მიეცემათ, გარდა საქართველოს პარლემნტის შენობისა.