ზუგდიდში დევნილთა ჩასახლებაში იატაკი ჩაინგრა

ზუგდიდში, რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში, სადაც დევნილები არიან ჩასახლებულები, მეორე და მესამე სართულებს შორის, დერეფანში იატაკი ჩაინგრა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დევნილები განსახლებას და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ადგილზე იმყოფებოდა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფაცაცია. მან დევნილებს უთხრა, რომ მათ ადგილობრივი ხელისუფლება დევნილთა სამინისტროსთან უშუამდგომლებს, რათა აღნიშნული შენობიდან დევნილები დროულად გაიყვანონ.

საავადმყოფოს ყოფილ ეზოში რამდენიმე კორპუსი დგას. იქ, დაახლოებით, 50 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, მათ შორი, 20-მდე ბავშვია. მათ განსახლების მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

ინფორმაციის წყარო: რადიო ათინათი

მსგავსი პოსტები

Back to top button