მნიშვნელოვანისიახლეები

ზუგდიდში ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრებს თავს დაესხნენ

პარლამენტის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ანა წითლიძე აცხადებს, რომ მოქალაქეებთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავს დაესხნენ.
ზუგდიდში, ბარამიას დასახლებაში, ბუკლეტების დარიგებისას „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაგვესხნენ. 20- ლარიანი სუს-ის აგენტი თეონა ქარდავა ჰყავდათ წინამძღოლად, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძე FACEBOOK-ზე წერს.

ანა წითლიძის თქმით თავდასხმაში 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა. როგორც ცნობილია, თავდასხმა სიტყვიერი დაპირისპირებიდან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთიანობის წევრებს ქართული ოცნების მხარდამჭერები დროის მოკლე მონაკვეთში რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

„საარჩევნო კამპანიას ვატარებდი, დევნილების დასახლებაში ვარიგებდი ბუკლეტებს და ფლაერებს, როდესაც თავს დაგვესხნენ „ქართული ოცნების“ წევრები, აქედან ერთ-ერთი არის თეონა ქარდავა, რომელსაც „ქართული ოცნება“ 12 წლის განმავლობაში მსგავსი პროვოკაციებისთვის იყენებს. ეს არის ადამიანი, რომელიც წინა წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს რომ არბევდნენ, მონაწილეობდა. 50-მდე ადამიანი დაგვესხა თავს. მცდელობა ჰქონდათ ცემის“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

მოგვიანებით ანა წითლიძის თქმით, მასე კვლავ მოხდა თავდასხმა და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მისივე ინფორმაციით, მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს თავად შეატყობინა. როგორც წითლიძე ამბობს, პოლიცია მივიდა შემთხვევის ადგილზე. დაიწყო თუ არა ინციდენტის მოკვლევა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. მომხდართან დაკავშირებით განცხადება ამ ეტაპზე არ გაკეთებულა არც პარტია „ქართულ ოცნებაში“.
ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ლევან გოგია ამბობს, რომ პოლიციელები ხედავენ თავს როგორ ესხმიან მათ, მაგრამ შესაბამისს ზომებს არ იყენებს და მათ არ აპატიმრებს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button