
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ყველა საარჩევნო უბანზე ხმები დათვლილია. მათ უმრავლესობაში მმართველი პარტიის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ლიდერობს.
11 სოფელში კი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ გაიმარჯვა.
ცესკოს მონაცემებით ეს სოფლებია: ანაკლია, დავითიანი, კახათი, ნაწულუკუ, ორსანტია, ორულუ, ოქტომბერი, რიყე, რუხი, შამგონა და ონარია.
ზუგდიდში რეგისტრირებული 120 312 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 55 427 – მა მოქალაქემ გააკეთა.
ირაკლი ჩიქოვანს ხმების 47,87 პროცენტი აქვს, ხოლო მალხაზ ჯალაღონიას 36,95 პროცენტი.