კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში, ე.წ კომბინატის დასახლებაში, მეზობელმა მეზობელს სანადირო იარაღიდან ესროლა.
ახალგაზრდა მამაკაცმა დაზიანებები სახის არეში მიიღო,თუმცა მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამედიცინო დაწსებულებაში აღმოჩენილი დახმარების შემდეგ, დაშავებული სახლში გადაიყვანეს.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ფაქტთან დაკავშირებით დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია.
შს სამინისტრომ გამოძიება 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.