კრიმინალირეგიონისაქართველოსიახლეები
ზუგდიდში მამის მკვლელობისთვის ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტ სოფელ ლეწურწუმეში, მამის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.
მოსამართლე ნატრული აკობიას გადაწყვეტილებით, ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
შემთხვევა სოფელში 8 იანვარს მოხდა.
შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
გამოძიების ინფორმაციით, შვილმა მამა ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. მისი გადარჩენა მოხერხდა და ბრალდებული ამ დრომდე ქუთაისის საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.