მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდში მატარებელზე შეჯახების ვიდეოკადრები [VIDEO]

 

ზუგდიდში მატარებლისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად დაშავებული საკრებულოს წევრის, სალომე ფაცაციას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იგი რეანომობილით თბილისში გადაყავთ.

 საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას განცხადებით, პაციენტს თავის ტვინის შერყევა, სხვადასხვა ტრავმები და მოტეხილობა აქვს:

„გამოხატულია ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკა. დიაგნოზი: პოლიტრავმა, ქალა- ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, გულმკერდის და მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა. მარცხენა ბარძაყის და წვივის ძვლების მოტეხილობა.მრავლობითი ექსკორიაციები: თავის,გულმკერდის, მუცლის და კიდურების არეში“, – აცხადებს ორჟონია.

ზუგდიდში მატარებლისა და ავტომობილის შეჯახების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რკინიგზის სადგურის სიახლოვეს, რკინიგზის გადასასვლელზე მატარებელი და ავტომანქანა დღეს შეეჯახა ერთმანეთს.

დაშავდა ერთი ადამიანი, საკრებულოს წევრი სალომე ფაცაცია. რადიო თბილისმა მოიპოვა შეჯახების კადრები.

მსგავსი პოსტები

Back to top button