მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდში მე-20 საარჩევნო უბანთან მოძრაობა „საქართველოსთვის“ დამკვირვებლები და აქტივისტები დააკავეს

ზუგდიდში მე-20 საარჩევნო უბანთან მოძრაობა „საქართველოსთვის“ დამკვირვებლები და აქტივისტები დააკავეს. ისინი პოლიციამ საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

„საქართველოსთვის“ დამფუძნებლის ლაშა ხუსკივაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია გიორგი მულლაძე, ნიკა ნარსია, კახა კვეკვესკირი, ალბერტ მერაბაშვილი და ბექა პაპაშვილი. ისინი მბობენ, რომ უბნებიდან დამკვირვებლების გაყვანა მათ განაიტრალებას ემსახურება.

„მოდიან და მიჰყავთ ჩვენი აქტივისტები. ჯერ ამბობენ, რომ მოწმის სახით გადაჰყავთ, მერე აღმოჩნება, რომ დაკავებულები არიან ადმინისტრაციული წესით. არავინ უარს არ ამბობს გამოკითხვაზე, ვეუბნებით, რომ დაგვიბარეთ და მოვალთ, მაგრამ ახლა ვერ მივდივართ, ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას, ვაკვირდებით არჩევნებს“, – ამბობს ხუსკივაძე.

აქტივისტების დაკავებამდე, ცოტა ხნით ადრე, ადგილზე მისული იყო ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი. დეპუტატასა და დამკვირვებლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button