კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ზუგდიდში მკვლელობისთვის დაკავებულ ახალგაზრდას ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს

ზუგდიდში, დევნილთა ჩასახლებაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პირს რუსტამ პილიას ბრალი ორი მუხლით წარედინა.

შსს-ში რადიო თბილისს განუცხადეს, რომ 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცს ბრალი 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 187-ე  – სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურების მუხლით წარუდგინეს.

შემთხვევა, ბარამიას ქუჩის დევნილთა დასახლებაში, 16 იანვარს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1983 წელს დაბადებულ მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა, ხანძარი გააჩინა და მიიმალა.

ვალერი ვარდანია საკუთარ ბინაში მოკლული სამართალდამცველებმა იპოვეს.

იგი პილიამ ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, მოკლულის საცხოვრებელ სახლში ხანძარი გააჩინა. ვარდანია აქ მარტო ცხოვრობდა.

სახაზინო ადვოკატის გვანცა შელიას თქმით,ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button