კრიმინალირეგიონისაქართველოსიახლეები
ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გაიხსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული მ.ხ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქი დააყაჩაღა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 190 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მ.ხ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.