რეგიონისიახლეები

ზუგდიდში მსუბუქი ავტომობილი აფთიაქში შევარდა

ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩაზე- გამსახურდიას გამზირზე ჯიპის მარკის ავტომანქანა აფთიაქში შევარდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მძღოლი ავტომობილს აპარკინგებდა, თუმცა, ამ დროს ცუდად გახდა და დამუხრუჭება ვერ მოახერხა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჩამსხვრეულია აფთიაქის მინა. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები არიან მობილიზებული.

ავტომანქანის მძღოლი, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ევექსის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

მსგავსი პოსტები

Back to top button