მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდში ოპოზიციის აქცია დაიწყო

აქციის მონაწილეები 30 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

აქცია ანი წითლიძის მიმართვით გაიხსნა, რომელმაც არჩევნების შეაფასა, იმ დარღვევებსა და ე.წ. ძველი ბიჭების ჩარევებზე ისაუბრა, რომლებსაც 30 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი.

მან მიხეილ სააკაშვილსაც მიმართა და გაამხნევა: ბატონო პრეზიდენტო, მტკიცედ და მხნედ იყავით, როგორც თქვენ გვასწავლიდით.

30 ოქტომბრის არჩევნები, არა არჩევნები, არამედ ომი იყო – ეს განცხადება ანზორ მელიამ,ზუგდიდის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა

ანზორ მელიამ ტრიბუნიდან “ქართულ ოცნებასაც” მიმართა და მიხეილ სააკაშცილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

“მე 6.5%-ით ვუსწრებდი პირველი ტურის შემდეგ და დავმარცხდი 3-ით მაგრამ ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ომი. ხელისუფლება შეეკრა კრიმინალებს, შავ ბიჭებს და ყველა ერთად მოქმედებდა. როცა ნახეს ჩემი მთავარი ექიმი ზუგდიდის კლინიკის, მედეა ჯალაღონია, რომ არ აძლევდა უფლებას, რომ ბეჭედი არ დაერტყათ იმ ბიულეტენზე, ყველაფერი გააკეთეს პოლიცია გამოიძახეს და გამოაგდეს, ასე იყო ყველგან ყველაფერი. მოპარული არჩევნებით მერის სავარძლის ჩაგდება რა ვაჟკაცობაა…
მინდა ოცნების ხელმძღვანელებს მივმართო, დავუშვათ, ჩაატარეთ დემოკრატიული არჩევნები, მოიგეთ ყველაფერი, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანას რაც ეკადრება, ისე მოიქეცი, გამითავისუფლეთ ჩემი მძევალი პრეზიდენტი და ის ბიჭები, რომლებიც ჩემ ხმას იცავდნენ”,-თქვა ანზორ მელიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button