ზუგდიდში საახალწლო ღონისძიებები არ ჩატარდება
საახალწლო განათებებით მორთული ქალაქი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილემ დავით ვერავამ დაათვალიერეს.
მერმა ზგდიდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.გიორგი შენგელიამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობას, განსაკუთრებით დღესასწაულების პერიოდში.
„მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე წელს განსხვავებულად ვხვდებით ახალ წელს. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, მნიშვნელოვანია ქალაქში იყოს საახალწლო განწყობა. გავანათეთ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ყველას ვულოცავ დამდეგ-შობა ახალ წელს. 2021 წელი დარწმუნებული ვარ იქნება პანდემიის შეკავების, საქართველოს წინსვლისა და წარმატების წელი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანაქალაქელებს, მოკრძალებულად აღვნიშნოთ ახალი წელი და გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები“-აღნიშნა შენგელიამ.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ზუგდიდში საახალწლო ღონისძიებები წელს არ გაიმართება.