რეგიონი

ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ სტუდენტების მიერ თვითორგანიზებული აქცია-პერფომანსი გაიმართა

ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ სტუდენტების მიერ თვითორგანიზებული აქცია-პერფომანსი გაიმართა. აქვე გაჟღერდა ემიგრანტების მიმართვები რომლებიც ეუბნებიან -არს რუსულ კანონს.

აქციის მონაწილეთა თქმით ისინი ორგანიზებულად შეუერთებიან ხვალ თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას.

ისინი ასევე ეხმაურებიან ქართული ოცნების მხრიდან ზეწოლისა და დაშინების კამპანიას, რომელიც მათი თქნითართულ, ოცნებას არ გამოუვა და დაშინებულის ნაცვლად მმართველი გუნდი გაბრაზებულ მოქალაქეებს მიიღებს.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს, ხოლო მეორე მოსმენით, 1 მაისს მიიღო. პროტესტი კი რამდენიმე კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში.

მსგავსი პოსტები

Back to top button