მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდში თხილის ქარხანა დააყაჩაღეს

ზუგდიდში თხილის ქარხანა დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 50 ათასი ლარი.

არსებული ინფორმაციით, დაყაჩაღების მიზნით შესული პირები სასტიკად გაუსწორდნენ მენეჯერს, რომელიც ამ დროისთვის გადაყვანილია საავადმყოფოში. დაშავებული მენეჯერის მდგომაროება მძიმეა. მას თავის არეში ჭრილობა აქვს მიყენებული.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოძიება 179-ე ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. დაკავებული ამ დრომდე არვინ არ არის. ქარხნის ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს.

„თურალ გრუპის“ ქარხანა ზუგდიდში თხილის ერთ-ერთი მსხვილი საწარმოა.

მსგავსი პოსტები

Back to top button