მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდში, უბანზე “ქართული ოცნების” ჰიმნი ჩართეს

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის 29-ე უბანზე წილისყრის პარალელურად “ქართული ოცნების” ჰიმნი ჩართეს.

ჟურნალისტების კითხვის პასუხად, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განაცხადა, რომ ეს ფაქტი მისთვის არ არის ცნობილი და ახლა ხორციელდება ზარები, როგორც 29-ე, ისე ყველა სხვა უბანზე, ამ საკითხის ნამდვილობის გარკვევის მიზნით.

მირანდა მესხმა ისაუბრა საარჩევნო უბნებზე ამ დროისათვის არსებულ სიტუაციაზეც.

“კენჭისყრის პროცესი ყველგან დაწყებულია, დაგვიანება არცერთ უბანზე არ მომხდარა. არანაირი დარღვევები არ ფიქსირდება, თუმცა გვაქვს მონაცემები, რომ ახდენენ ამომრჩეველთა სკანირებას, რაც დაუშვებელია. მედიას აქვს გადაღების უფლება, გამოყოფილი ადგილიდან”, – აღნიშნა მირანდა მესხმა.

ზუგდიდის #27-ე მაჟორიტარულ ოლქში სულ 107 უბანია. ამას დამატებული ორი კოვიდ უბანი, რომელიც გაიხსნა საკარანტინე სივრცესა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის.

ჯამში ზუგდიდში 120 312 ამომრჩეველია.

მსგავსი პოსტები

Back to top button