მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

ზუგდიდში, ვანო მერაბიშვილის ჩასვლა გააპროტესტეს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან ერთად ზუგდიდში რესტორან “მენძელში” იმყოფებოდა, სადაც მისი ყოფნა რამდენიმე პირმა, მათ შორის “ქართული მარშის” ზუგდიდის მაჟორიტატობის კანდიდატმა გიორგი გაბედავამ და სამოქალაქო აქტივისტმა დალი ლატარიამ გააპროტესტა.

აქციის მონაწილეები, ყოფილ მაღალჩინოსანს მისი მინისტრობის პერიოდში ჩადენილ “სისხლიანი საქმეებს” ახსენებენ და აცხადებენ, რომ ე.წ. კასრების საქმის ავტორს სამეგრელოში ჩამოსვლის მორალური უფლება არ ჰქონდა.

რესტორანში ურთიერთდაპირისპირება დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, სიტუაცია კი მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ.

აქციის დასრულების შემდეგ თავად ვანო მერაბიშვილმაც რესტორანი უკომენტაროდ დატოვა.

ყოფილი მაღალჩინოსანი ზუგდიდში დილიდან იმყოფებოდა,თუ რა მიზნით ჩამოვიდა ის სამეგრელოში უცნობია.

მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და ჟურნალისტების კითხვები უპასუხოდ დატოვა.

ცნობილია, რომ მთელი დღის განმავლობაში ვანო მერაბიშვილმა შეხვედრები გამართა ენმ-ს წარმომადგენლებთან, თუმცა შეხვედრები მედიისთვის დახურული იყო.

ვანო მერაბიშვილი, ენმ-ს წევრებთან ზაზა გოროზიასთან და ანი წითლიძესთან ერთად იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მალხაზ ჯალაღონიას სახლში, სადაც სავარაუდოდ, ასევე შეხვედრა ჰქონდა პარტიის ადგილობრივი შტაბის წარმომადგენლებთან.

მერაბიშვილმა მალხაზ ჯალაღონიას სახლიც უკომენტაროდ დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button