მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ზურა ჯაფარიძე ახალ “გირჩს” დააფუძნებს

ზურაბ ჯაფარიძე ახალი გირჩის,შექმნას გეგმავს. ჯაფარიძე ამბობს, რომ ახალ “გირჩში” ის ადამიანები გაწევრიანდებიან, ვინც პლატფორმაზე იმუშავა, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილები არ იყვნენ.

“26 დეკემბერს იქნება ახალი გირჩის ყრილობა, სადაც დაფუძნდება ახალი გირჩი და გავაგრძელებთ გირჩის კეთებას, როგორც აქამდე ვაკეთებდით. იქნება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც აკეთებდა წლების განმავლობაში გირჩს და მიუხედავად ამისა არ ჩანდნენ მედიაში, ტელეეთერებში. იქნებიან ძალიან ბევრი ახალგაზრდები, რომლებზეც დარწმუნებული ვარ, რომ იქნებიან ძალიან წარმატებული პოლიტიკოსები”, – თქვა ზურა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტია “გირჩი” გაიყო. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ დაწერა და თქვა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად “გირჩის კეთებას” აღარ აპირებს.

მოვისმინოთ ზურაბ ჯაფარიძის კომენტარი

მსგავსი პოსტები

Back to top button