მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები
ზურა ჯაფარიძე თანაპარტიელებთან თანამშრომოლობას წყვეტს

ზურა გირჩი ჯაფარიძე იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს. პარტია “გირჩის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, პარტიის დახურულ ჯგუფში სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მისი და “გირჩის” სხვა რამდენიმე წევრის მათ შორის პარტიის თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას გზები გაიყო:
“სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო”, – წერს ჯაფარიძე.
“გირჩში” პარტიის გაყოფას ადასტურებენ, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე, ჯერჯერობით, არ საუბრობენ.