კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ზურა მახარაძე პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს

.„ალტ-ინფოს” დამფუძნებელი ზურა მახარაძე პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. მანამდე მის სახლში კრიმინალურმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.

მახარაძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილიდან დაიწყო.
დღეს დილიდან ჩხრეკა მიმდინარეობს ჰომოფობიური და ძალადობერივი ჯგუფის ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის , ასევე კონსტანტინე მორგოშიას საცხოვრებელ სახლებშიც.

სამივე მათგანი 5 ივლისს “ღირსების მარშის” საწინააღმდეგოდ დაგეგმილი კონტრაქციების ლიდერები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, ამ დღეს 55 პირი დაშავდა, მათ შორის 53 ჟურნალისტი. სასტიკად ნაცემი ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი 11 ივლისს გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button