“ზურაბ აბაშიძემ დაგვაიმედა” – ლაგოდეხის მთებიდან გაუჩინარებულთა მშობლები
სამი თვის წინ, ლაგოდეხის მთებიდან გაუჩინარებული ახალგაზრდების მშობლები თბილისში ზურაბ აბაშიძეს შეხვდნენ.
ავთანდილ სამხარაძის, დათო სამხარაძის და ლევან ჯალალოვის მშობლების თქმით, ახალგაზრდები დაღესტნის ტერიტორიაზე იმყოფებიან, სწორედ ამიტომ მათ სამძებრო სამუშაოების განხორციელებაში დახმარება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს სთხოვეს.
7 იანვარს მშობლებისთვის ცნობილი გახდა, რომ გაუჩინარებული სამი მამაკაცი დაღესტნის რესპუბლიკაში იპოვეს და მათ დასაბრუნებლად მოლაპარაკებებიც დაწყებული იყო, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა.
ზურაბ აბაშიძე დაკარგულების მშობლებს სამძებრო სამუშაოების აქტიურ რეჟიმში განხორციელებას დაჰპირდა.