მნიშვნელოვანირეგიონი
ლაგოდეხში 5 წლის ბავშვს ავტომანქანა შეეჯახა

მცირეწლოვანი დაშავდა მძიმედ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპლიტეტში.
სოფლების, შრომისა და კავშირის შემაერთებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომანქანა 5 წლის ბავშვს შეეჯახა.
მძიმედ დაშავებული მცირეწლოვანი, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს.
მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმებმა მისი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი ქუჩაში დედასთან ერთად იმყოფებოდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.