მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ სოფელში ნაწამები ცხედრები იპოვეს

რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებული ხარკოვის ოლქის სოფელ ზალიზნიჩნოიეს ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა ოთხი ადგილობრივის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილებს სხეულზე წამების ნიშნები აღენიშნებათ. ამის შესახებ გენერალურმა პროკურატურამ Telegram-ში განაცხადა.

უწყების ცნობით, ​ზალიზნიჩნოეს მცხოვრებლებმა თავად მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს დეოკუპაციის შემდეგ და განაცხადეს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა მათი თანასოფლელები დახოცეს.

წინასწარი მონაცემებით, რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეები სოფლის ოკუპაციის დროს მოკლეს.

ცხედრები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ კვირას გაათავისუფლეს და კონტროლი აღადგინეს ხარკოვის რეგიონში, 40-ზე მეტ დასახლებაზე.

6 სექტემბრიდან 5 დღის განმავლობაში უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაერღვია რუსული ხაზები, შეეღწია მათი დაცვის 70 კილომეტრის სიღრმეში და გაეთავისუფლებინა 3 000 კვადრატული კილომეტრი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე რუსებმა უკრაინაში აპრილიდან დაიკავეს.

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში მდებარე პოზიციებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანსა და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში და გაათავისუფლეს კუპიანსკის დასავლეთი ნახევარი.

ISW ასევე აცხადებს, რომ უკრაინა, კონტრშეტევის პირობებში, იზიუმს მაქსიმუმ 48 საათში გაათავისუფლებს, თუ ეს უკვე არ გაუკეთებია.

10 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა ბალაკლია-იზიუმიდან თავისი ჯარების გაყვანის შესახებ. რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის დაპყრობის შესახებ პირობების შეუსრულებლობა რუსეთის საინფორმაციო სივრცეს ანგრევს.

რუსული ძალები აგრძელებენ გადაჯგუფებას ფრონტზე ხერსონის ოლქში, მანამ, სანამ უკრაინული ძალები აწარმოებენ პოზიციურ ბრძოლებს და აგრძელებენ რუსეთის ლოჯისტიკური ხაზების განადგურების კამპანიას.

მსგავსი პოსტები

Back to top button