მნიშვნელოვანი

პატრიარქმა 9 აპრილის მემორიალთან პანაშვიდი აღავლინა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 9 აპრილის მემორიალთან მივიდა. მან დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და პანაშვიდი გადაიხადა.

პარაკლისს ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მან ტერიტორია, უკომენტაროდ დატოვა.

9 აპრილის მემორიალთან, გუშინ ღამის შემდეგ მიდიან დაღუპულთა ახლობლები, აქციის მონაწილეები და მოქალაქეები, რომლებიც მემორიალს ყვავილებით ამკობენ.

30 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი ათასობით ადამიანი საბჭოთა არმიამ დაარბია. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი ასობით მოქალაქე კი დაიჭრა და მოიწამლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button