მნიშვნელოვანისიახლეები

ზურაბ აზარაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ჯანმო პანდემიის დასასრულს მალე გამოაცხადებს

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 489 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 743 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 746 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 107 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 651 577.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 281 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 715.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 777 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 107 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 58 შემთხვევა

📌აჭარა – 2

📌იმერეთი – 12

📌ქვემო ქართლი -5

📌შიდა ქართლი – 4

📌გურია – 10

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 7

📌კახეთი – 6

📌მცხეთა-მთიანეთი -1

📌სამცხე-ჯავახეთი – 2

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნას ჯერჯერობით არ განიხილავს.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო სხვა ქვეყნების ტენდენციას აკვირდება.

ზურაბ აზარაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ჯანმო პანდემიის დასასრულს მალე გამოაცხადებს.

„რაც შეეხება პანდემიას და პანდემიის დასასრულს, მე რამდენიმე კვირის წინაც ვთქვი, რომ ეს ძალიან მალე იქნება. ვიმედოვნებ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის დასასრულს ძალიან მალე გამოაცხადებს, როგორც წლების წინ პანდემიის დასაწყისი გამოაცხადა. დღეისათვის ყველა პარამეტრი და კრიტერიუმი მნიშვნელოვნად გვაქვს გაუმჯობესებული, რითაც ქვეყანაში პანდემია იზომება. ჰოსპიტალიზაცია მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი, ასევე, ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი არის საკმაოდ შემცირებული და ვფიქრობ, რომ ამ ტენდენციით დასასრული შორს არ უნდა იყოს.

შეზღუდვებს რაც შეეხება – ერთადერთი შეზღუდვაა დარჩენილი შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენება. ვაკვირდებით სხვა ქვეყნების ტენდენციას და ჯერჯერობით ზოგიერთი ქვეყანა ისევ ტოვებს შიდა სივრცეში პირბადეს და აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ამის განიხილავს არ ვახდენთ,“ – განაცხადა აზარაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button