ზურაბ ჯაფარიძე მარიხუანას საჯაროდ დათესვით იმუქრება [Video]

იმ შემთხვევაში, თუ მეცხრე მოწვევის პარლამენტი და მთავრობა ახალ წლამდე არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილებას არ განახორციელებს, “გირჩის” წევრები 31 დეკემბერს, 23:59 საათზე, საკუთარ ოფისში, სხვა სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად მარიხუანას საჯაროდ დათესავენ. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძემ მედიას ამ საკითხზე მათი პარლამენტისადმი მიმართვა გააცნო.

“გირჩი” ითხოვს: მოხდეს მარიხუანას და მისი შემცველი პროდუქტების მოხმარების ლეგალიზაცია, ასევე საკუთარი მოხმარების მიზნით მარიხუანას კულტივირების და შენახვის ლეგალიზაცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button