მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ზურაბ ფაღავამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი დატოვა

კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი დატოვა. იგი მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

“შაბათი იყო, თუ არ ვცდები, კონსილიუმის შემდეგ, რაღაც ვერ ვიყავი კარგად და გავუგზავნე წერილი პენიტენიცური სისტემის ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსს. შევაჩერე ჩემი აქტივობა აი, ამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ვნახოთ ახლა, თუ ჩამანაცვლებენ- ჩამანაცვლებენ, თუ არადა, როდესაც უკეთესად გავხდები, შეიძლება დავბრუნდე. ჩემი რეკომენდაციები სრულდება თუ არ სრულდება, იქ ჩანაწერები არსებობს, კონსილიუმმმა რა უნდა გააკეთოს? კონსილიუმი იძ₾ევა რეკომენდაციებს, – ამბობს ფაღავა.

შეგახსენებთ ,მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს,ის დაკავების დღიდან შიმშილობს

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები მოითხოვენ სასწრაფოდ გადაწყდეს მისი მრავალპროფილიან კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი, საჯარო პირები, მათ შორის იუსტიციის და პრემიერ-მინისტრი კი ამბობენ, რომ სააკაშვილს სამედიცინო დახმარებას თბილისში, გლდანის საპატიმრო დაწესებულების ბაზაზე არსებულ ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button