საქართველოსიახლეები

ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილეს აღნიშვნა პარლამენტში

დღეს საკანონმდებლო ორგანოში მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. შედგება მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება. ღონისძიების ფარგლებში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის – „ჩვენი თაობის პრივილეგია“ – გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. გამარჯვებულს სპეციალურ საჩუქარს პოეტი, პრემია „საბას“ დამფუძნებელი გადასცემს.

ზურაბ ჟვანიამ პოლიტიკური მოღვაწეობა 1988 წლიდან დაიწყო. 1995 წლიდან, მისი პარლამენტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში, საქართველოს პარლამენტმა პოსტ-საბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, 1999 წლის 27 იანვარს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ევროპის საბჭოში. ამ დღეს თავის გამოსვლაში ქართველმა პოლიტიკოსმა წარმოთქვა ისტორიული ფრაზა – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“. 2004 წლის თებერვლიდან ზურაბ ჟვანიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. ქართველი პოლიტიკოსი 2005 წლის 3 თებერვალს, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button